ლუის ენრიკემ გარდაცვლილ ქალიშვილზე ისაუბრა
მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ-ში" გადავიდა, საქართველოში განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა ამ გუნდის და ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეს მიმართ.
ჩვენთან შეიძლება ბევრმა გულშემატკივარმა არ იცოდეს, რომ ესპანელ სპეციალისტის პირად ცხოვრებაში 2019 წელს ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, სამწუხაროდ 2019 წელს ლუის ენრიკეს ქალიშვილი ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
რამდენიმე წლის წინ მწვრთნელმა თავის ცხოვრების ტრაგიკულ მომენტზე ისაუბრა:
"ვარ თუ არა იღბლიანი ? ალბათ კი , ბევრი სხვანაირად იტყვის , მაგრამ მე ჩემ შვილთან ერთად 9 არაჩვეულებრივი წელი გავატარა , ის ჩემთვის დღესაც ცოცხალია, შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ სულიერად მუდმივად ჩემთანაა, მაშინ დედაჩემმა სახლიდან მისი ყველა ფოტო აიღო, მითხრა რომ არ შეეძლო მისი ყურება, მე კი ის ფოტოები დავაბრუნე და დედაჩემს ვუთხარი რომ ის მუდამ ჩვენთანა " - განაცხადა ლუის ენრიკემ.
კომენტარები (0)