ცნობილი ხდება, რომ კულტურის სამინისტრო დავით დოიაშვილის შემცვლელად, ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე, ცისია მეტრეველის კანდიდატურას განიხილავს. იგი 2002 წლიდან ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია.
ის ერთ-ერთია, იმ მსახიობებს შორის, რომელიც კამერების წინ, დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ არ გამოჩენილა და პოზიცია არ დაუფიქსირებია. მედიას მეტრეველი არ დაუფიქსირებია, არც ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაებზე.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, მინისტრი თიკა რუხაძე ცდილობს, მეტრეველის დარწმუნებას, დათანხმდეს მის შეთავაზებას.
დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს.
წყარო:
resonancedaily.com
კომენტარები (0)