» ჯანქი » "სასტიკი გარეგნობის" მიღმა - ვინ არის ახალი თურქი ვარსკვლავი, რომლის სერიალსაც რეკორდული რაოდენობის მაყურებელი უყურებს: "შორეული ქალაქის" მსახიობის კარიერა და ოჯახი

"სასტიკი გარეგნობის" მიღმა - ვინ არის ახალი თურქი ვარსკვლავი, რომლის სერიალსაც რეკორდული რაოდენობის მაყურებელი უყურებს: "შორეული ქალაქის" მსახიობის კარიერა და ოჯახი



"სასტიკი გარეგნობის" მიღმა - ვინ არის ახალი თურქი ვარსკვლავი, რომლის სერიალსაც რეკორდული რაოდენობის მაყურებელი უყურებს: "შორეული ქალაქის" მსახიობის კარიერა და ოჯახი



სე­რი­ალ "შო­რე­უ­ლი ქა­ლა­ქის" წარ­მა­ტე­ბამ მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის - ოზან აქ­ბა­ბას დიდი მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. 42 წლის მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლია სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბით "მა­ფია ვერ მარ­თავს მსოფ­ლი­ოს" და "კარ­გი ექი­მი".



ოზან აქ­ბა­ბა და­ი­ბა­და 1982 წლის 9 ივ­ნისს ყარსში. და­ამ­თავ­რა აკ­დე­ნი­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, ინ­ტე­რი­ე­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და გა­რე­მოს დი­ზა­ი­ნის კუ­თხით. 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მან ითა­მა­შა სხვა­დას­ხვა ფილ­მებ­ში, სე­რი­ა­ლებ­ში და თე­ატ­რა­ლურ სპექ­ტაკ­ლებ­ში. აქ­ბა­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბო­ბით, არა­მედ მუ­სი­კით.

„და­ვი­ბა­დე 1982 წლის ზა­ფხულ­ში სო­ფელ ბენ­ლი­აჰ­მეტ­ში (კარ­სა). იქ 13 წლამ­დე ვცხოვ­რობ­დი და მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა იქ გან­ცდი­ლი მო­მენ­ტის­თვის. იმი­ტომ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხალ­ხის კულ­ტუ­რა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად ლა­მა­ზია, რომ ამის ახ­სნა არ შე­მიძ­ლია" - ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.




ოზან აქ­ბაბ ოზან­მა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა 2005 წელს და­ი­წყო და ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც კი­ნო­კომ­პო­ზი­ტო­რი. მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა მა­შინ­ვე არ მო­ვი­და; მისი ფილ­მოგ­რა­ფია ბევრ პრო­ექტს მო­ი­ცავს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მცი­რე რო­ლებს ას­რუ­ლებ­და.

  • 33 წლის ასაკ­ში ოზან აქ­ბა­ბის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი მოხ­და. ის მა­ფი­ო­ზურ დრა­მა­ში გა­და­ი­ღეს. მისი სას­ტი­კი გა­რეგ­ნო­ბა იდე­ა­ლუ­რი იყო ახა­ლი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის­თვის. სე­რი­ალ­მა "მა­ფია ვერ მარ­თავს მსოფ­ლი­ოს" სწრა­ფად მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და მას­თან ერ­თად წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბიც უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნო.

ოზან აქ­ბა­ბას სე­რი­ალ­ში „მა­ფია ვერ მარ­თავს სამ­ყა­როს“ მაჰ­მუ­ტის როლ­ზე გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს გა­ი­გო, რომ ილი­ას როლს ითა­მა­შებ­და. ეს მის­თვის დიდი სი­ურპრი­ზი იყო.



6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოზან აქ­ბა­ბა ილი­ას როლს ას­რუ­ლებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ში მან თქვა, რომ მის­თვის წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი იყო ამ პერ­სო­ნაჟ­თან გან­შო­რე­ბა.

"მა­ფია ვერ მარ­თავს მსოფ­ლი­ოს" გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ოზანს იღე­ბენ ფილმში "ანკა". სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, მისი პერ­სო­ნა­ჟი ხდე­ბა სარ­ბო­ლო მან­ქა­ნის მძღო­ლი; ამ რო­ლის­თვის ოზან­მა გა­ი­ა­რა და­მა­ტე­ბი­თი ტრე­ნინ­გი და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა მარ­თვის უნა­რი.

2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ოზა­ნი ისევ დაბ­რუნ­და. ამ­ჯე­რად მას უნდა ეთა­მა­შა ექი­მი ჰა­კან აი­დი­ნე­რი სა­მე­დი­ცი­ნო დრა­მა­ში "კარ­გი ექი­მი". სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი 2023 წლამ­დე გაგ­რძელ­და. პა­ტა­რა პა­უ­ზის შემ­დეგ ოზან აქ­ბა­ბამ დრა­მა­ში "შო­რე­უ­ლი ქა­ლა­ქი“ ახა­ლი რო­ლით ნამ­დვი­ლი აფეთ­ქე­ბა მო­ახ­დი­ნა. სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, მისი პერ­სო­ნა­ჟი ძლი­ე­რია, უში­შა­რი და მზა­დაა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს ოჯა­ხის­თვის. ის აპი­რებს მო­ძებ­ნოს ძმის მკვლე­ლე­ბი.


„შო­რე­უ­ლი ქა­ლაქ­ში“ ჯი­ჰან ალ­ბო­რა მარ­დი­ნის სა­ზღვარ­ზე დიდ მი­წებს ფლობს. ის მიჩ­ვე­უ­ლია, რომ ემო­ცი­ე­ბი არ და­ა­ყე­ნოს არა­ფერ­ზე მაღ­ლა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა, რო­დე­საც სა­სახ­ლე­ში ალია და მისი შვი­ლი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან.


მისი პარტნი­ო­რი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე იყო 31 წლის მსა­ხი­ო­ბი სი­ნემ უნ­სა­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია სე­რი­ა­ლებ­ში „შავ-თეთ­რი სიყ­ვა­რუ­ლი“ და „და­ფა­რუ­ლი“ რო­ლე­ბით.
  • მსა­ხი­ო­ბი ოზან აკბა­ბა ელიფ ბუ­კეტ არი­კან­ზე 2017 წელს და­ქორ­წინ­და. წყვი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­დუსტრი­ამ შე­ახ­ვედ­რა. ელი­ფი კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რია. 2018 წელს წყვილს ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ალი და­არ­ქვეს.


სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ოზან აქ­ბა­ბას არ სურს მსა­ხი­ო­ბო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლოს, ის ასე­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სცე­ნა­რე­ბის წე­რით. მისი ოც­ნე­ბაა გა­და­ი­ღოს ფილ­მი სა­კუ­თა­რი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით.

წყარო: ​ambebi.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+