» ჯანქი » „ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება“ - როდის გამოიდარებს საქართველოში

„ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება“ - როდის გამოიდარებს საქართველოში



„ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება“ - როდის გამოიდარებს საქართველოში



როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს.

მომდევნო 1 თვე, სწორედ აპრილისთვის დამახასიათებელი ამინდები იქნება,- ხანმოკლე წვიმა, სეტყვა, გამოდარება და ა.შ

„19 აპრილიდან ცოტას გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

ზოგადად აპრილის თვეში, ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.
ცალკეულ დღეებში, აპრილის შუა რიცხვებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, +30 +32 გრადუსამდე. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
ნალექებს რაც შეეხება, ცოტა უფრო ნაკლებია. თუმცა, გაზაფხული ყველაზე წვიმიანი პერიოდია და ამდენად ეს არ ნიშნავს, რომ უნალექო დღეები იქნება, უბრალოდ, ძლიერი ნალექები ნაკლებად იქნება.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.
რაც შეეხება აღდგომის დღეებს, 20 აპრილს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება. 20 აპრილს უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. 

წყარო: primetime.ge



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+