» ჯანქი » "ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ" - გვარამია

"ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ" - გვარამია



"ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ" - გვარამია



ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით იმ პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბამ­დე გვქონ­და, ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით რუ­სეთს, რო­მე­ლიც ალ­ბათ, გვე­გო­ნა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­ვი­შო­რეთ, - ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ლი­დერ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და.

“უახ­ლე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში 9 აპ­რი­ლი ყვე­ლა­ზე დიდი დღეა. ეს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­მაც შვა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ. ბუ­ნებ­რი­ვია, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი ერ­თად ვართ. ძა­ლი­ან მძი­მეა იმით, რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი გვყავს და მძი­მეა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან 36 წლის და 34 წლის თავ­ზე ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით იმ პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბამ­დე გვქონ­და, ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით რუ­სეთს, რო­მე­ლიც ალ­ბათ, გვე­გო­ნა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­ვი­შო­რეთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ ეს დღე მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღედ და არას­დროს დავ­კარ­გავთ მას.

რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ბე­დავს მოს­ვლას თუ არა, დი­დად ეს ამ­ბა­ვი არ მა­ნაღ­ვლებს, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი აქ ვერ მოვ­ლენ. მა­ინ­ცდა­მა­ინც არც იკ­ლა­ვენ თავს 9 აპ­რილს აქ სი­ა­რუ­ლით იმი­ტომ, რომ ეს ის ხალ­ხია, რო­მელ­თათ­ვის 9 აპ­რი­ლი დიდი დღე არ არის. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ხალ­ხი გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში”,- გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

წყარო: ​ambebi.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+