ტაილანდის მეფე, მაჰა ვაჩირალონგკორნი იზოლაციაში 20 ქალთან ერთად იმყოფება. ამის შესახებ
„Independent“-ი წერს.უცხოური მედიის ცნობით, მან სასტუმრო Grand Hotel Sonnenbichl მთლიანად დაჯავშნა. მას თან ახლავს ათეულობით მსახურიც. ამასთან, უცნობია მასთან ერთად სასტუმროში მეფის 4 ცოლი იმყოფება თუ არა.
როგორც წესი, კორონავირუსის გამო საკურორტო ქალაქში სასტუმროები და თავშეყრის ადგილები დაკეტილია, თუმცა ხელისუფლებამ ტაილანდის მეფე „განსაკუთრებულ სტუმრად ჩათვალა“.
მეფის საქციელი საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოეწონა და მისი საქციელს სოციალურ ქსელში კრიტიკაც მოჰყვა.
კანონების თანახმად, ყველას, ვინც შეურაცხყოფს ან აკრიტიკებს მონარქიას, შეიძლება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
ტაილანდის ჯანდაცვის სამინისიტრომ სამშაბათს 109 ახალი შემთხვევა დაასახელა. საერთო ჯამში ტაილანდში კორონავირუსით ამ დროისთვის 1 388 შემთხვევაა დაფიქსირებული.წყარო:
on.ge/
კომენტარები (0)