მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების ცენტრის დირექტორი, თამთა დემურიშვილი 52 წლის ასაკში ტყუპების დედა გახდა.
თამთა გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც გაირკვა, რომ შვილს 12 წელი ელოდა.
„ყოველი ფიასკოს მერე, ვამბობდი მაინც გავაჩენ…18 წლისამ უკვე ვიცოდი, რომ დედა ვიქნებოდი და რომ გვიანი დედობა მელოდა. როდესაც ვთქვი, რომ ორსულად ვარ, არავის სჯეროდა. ფარხმალი არასდროს უნდა დაყარო და გჯეროდეს. განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს“, – თქვა გადაცემაში თამთა დემურიშვილმა.
კომენტარები (0)