» ჯანქი » 25 წელი ეკრანზე, ერთი შვილი და ბედნიერი ოჯახი – დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანს მიღმა

25 წელი ეკრანზე, ერთი შვილი და ბედნიერი ოჯახი – დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანს მიღმა



25 წელი ეკრანზე, ერთი შვილი და ბედნიერი ოჯახი – დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანს მიღმა



დიანა ჯოჯუა უკვე წლებია, რაც საზოგადოებას დღის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს ყოველ საღამოს, 9 საათზე ტელეეკრანებიდან უყვება. დიანა ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა და ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ყოველთვის იდეალურ ფორმაშია.

პირადი ცხოვრება

დი­ა­ნა ჯო­ჯუა ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ნიკა რა­მიშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც 2013 წელს “არ­ქი­მე­დეს გლო­ბალ ჯორ­ჯი­ა­ში” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტს იკა­ვებ­და, სა­დაც მისი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 224847.00 ლარი იყო. იქამ­დე კი, სა­ნამ კერ­ძო ბიზ­ნეს­ში გა­და­ვი­დო­და, ის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში მუ­შა­ობ­და და საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, – ნიკა რა­მიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში მუ­შა­ობ­და, იყო სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

კარიერა

მისი თქმით,  ჟურნალისტობა არასდროს უნდოდა. 10-12 წლის ასაკში სამხედრო მფრინავობაზე ოცნებობდა, ხოლო მოგვიანებით კი იურისტობაზე, თუმცა საბოლოოდ ტელევიზიაში აღმოჩნდა და იქაური გარემო ძალიან მოეწონა.
“10-12 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი სამხედრო თვითმფრინავის პილოტი. მინდოდა ჯარში წავსულიყავი, მინდოდა დამეცვა ჩემი ქვეყანა, რატომ მქონდა მაშინ ასეთი მოთხოვნილება, არ ვიცი, წესით სათამაშოებით და თოჯინებით უნდა თამაშობდეს 10-12 წლის გოგო, მაგრამ მე მინდოდა ვყოფილიყავი მფრინავი. გავიდა დრო, მფრინავი ვერ, მაგრამ გამოვედი ჟურნალისტი და ვიცავ ჩემს სამშობლოს, რაც ძალიან მახარებს.
თუმცა არასოდეს მიფიქრია, რომ გავმხდარიყავი ჟურნალისტი, მინდოდა იურისტობა, რთულ პროფესიებს ვირჩევდი, მომწონდა სირთულეებთან შეჭიდება, როდესაც ამას აგვარებ და ამარცხებ ყველაზე დიდი სიამოვნებაა.
ჟურნალისტიკაში უცნაურად აღმოვჩნდი, თითქმის ერთი და იგივე საგანი მქონდა ჩასაბარებელი, სამართალი ვერ მოვასწარი და ვიფიქრე, წელს ახლა ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებ და მომდევნო წელს გადავაბარებთქო და მოვხვდი საოცარ სამყაროში, რასაც ჰქვია ტელევიზია, არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ მომეწონა”, – ამბობდა დიანა ჯოჯუა



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+