» ჯანქი » „ვირო მადლიო გამოვიდა... გააჩერეთ გადაცემა“ - რა მოხდა „სიცრუის დეტექტორში“ და რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გადაცემის წამყვანი და სტუმრები

„ვირო მადლიო გამოვიდა... გააჩერეთ გადაცემა“ - რა მოხდა „სიცრუის დეტექტორში“ და რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გადაცემის წამყვანი და სტუმრები



„ვირო მადლიო გამოვიდა... გააჩერეთ გადაცემა“ - რა მოხდა „სიცრუის დეტექტორში“ და რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გადაცემის წამყვანი და სტუმრები



გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ მორიგ ეპიზოდში სტუმრად იუმორისტი ვალალო კოპალეიშვილი იმყოფებოდა. იგი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი მონაწილე და იმედის გადაცემა „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან“ სცენარისტია. 

გადაცემაში წამყვანის მიერ დასმულ ერთ-ერთ შეკითხვაზე - „ღამის შოუში“ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებენ? ვალალო კოპალეიშვილს პასუხი გასცა - „არა“.  რასაც, მის საგულშემატკივროდ მისულ გიორგი გაბუნიას, ჯიმი აბესაძესა და გიორგი გასვიანს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. იუმორისტები, კითხვის შინაარსმა გააღიზიანა და გადაცემის წამყვანსა და სტუმარს, „საქმის გარჩევა“ დაუწყეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს იყო დადგმული სცენა და „გაპრეკვნით“ ცნობილი ვალალო კოპალეიშვილი, თავადაც „გაპრენკეს“. 

„თითქოს, ჩვენ არ ვაძლევთ გაქანების საშუალებას. კითხვის შეცვლა არ შეიძლება? არ შეიძლება ასე, გააჩერეთ გადაცემა“, - მიმართა გიორგი გაბუნიამ გადაცემის წამყვანს.

ცხადია, ეს იყო „პრენკი“.

ცნობისთვის, გასულ წელს ვალალო კოპალეიშვილი ტელეიმედზე გადაცემაში „პრაიმ შოუ“ მიწვეული იყო პოეზიის საღამოზე, სადაც მან ცნობილი მსახიობები გაპრენკა.

„კეთილი ადამიანი გიორგი გაბუნია და ასევე ნოე სულაბერიძე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პოეზიის საღამო კეთდებოდა „პრაიმ შოუში“ და უნდოდათ გახუმრებოდნენ სტუმრებს. თითოს მე ვიყავი ვიღაც პოეტი და მსახიობი. ასევე ვყოფილიყავი ქედმაღალი და სხვები არავინ ჩემთან შედარებით. ცოტა მიზანში თქვენც იყავით, ჩემ გვერდზე რომ ისხედით“, - მიმართა მან გიორგი გასვიანს.




წყარო: digest.ge




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+