» ჯანქი » "თითქმის 10 გრადუსითაა ტემპერატურის კლება მოსალოდნელი. განსაკუთრებით, 7 თებერვლამდე" - როგორი ამინდები გეველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში

"თითქმის 10 გრადუსითაა ტემპერატურის კლება მოსალოდნელი. განსაკუთრებით, 7 თებერვლამდე" - როგორი ამინდები გეველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში



"თითქმის 10 გრადუსითაა ტემპერატურის კლება მოსალოდნელი. განსაკუთრებით, 7 თებერვლამდე" - როგორი ამინდები გეველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში



გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორი იქნება მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი.
"გასულ კვირას საქართველოში ზამთრისთვის უჩვეულო სითბო იყო. დასავლეთ საქართველოს სანაპირო და დაბლობ რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 15-დან 20 გრადუსამდე მერყეობდა. თბილოდა მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც. აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე გრადუსით იყო განსხვავება. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურა შეიმჩნეოდა.
დღეს, 3 თებერვალს მთელი საქართველოს მასშტაბით შედარებით თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მაგრამ, 4 თებერვლიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას. 4-ში აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში ნალექია მოსალოდნელი. 5 თებერვლიდან მთელ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება. დასავლეთ საქართველოში 4-დან 7 თებერვლის ჩათვლით უმეტეს რაიონებში ნალექია მოსალოდნელი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში, წინა კვირასთან შედარებით, თითქმის 10 გრადუსითაა ტემპერატურის დაკლება მოსალოდნელი. განსაკუთრებით, 7 თებერვლამდე. კვირის ბოლოს შესაძლებელია, ცივი ჰაერის მოქმედება შერბილდეს.
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა განსაკუთრებით დაიკლებს 5-6-7 თებერვალს.
საკურორტო ზონებში თოვლის საფარი ნარჩუნდება. წინა კვირაში ღამის საათებში ყინული იყო და თოვლის საფარი 40-დან 44 სანტიმეტრამდე შენარჩუნდა. მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია, ბაკურიანის, ხულოს, აჭარის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე სვანეთსა და რაჭაში თოვლის საფარის მომატება გამოიწვიოს.
მიმდინარე დღეებში შესაძლებელია, დედაქალაქში ტემპერატურა +4, +6 გრადუსის ფარგლებში იყოს. გასულ კვირას, თითქმის ყოველ ღამე უარყოფითი ტემპერატურები იყო და ღამის მინიმალური ტემპერატურა -3, -2 გრადუსამდე მერყეობდა. ეს შერბილდება. თუმცა, 5 თებერვლის დღის ბოლოდან 7 თებერვლის დილის საათებამდე ნალექია მოსალოდნელი. 4-ში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, ქარის სიჩქარე ქალაქის გარეუბნებში, დაახლოებით, 20-22 მ/წმ-ს აღწევდეს. ასეთივე სიძლიერის ქარია მოსალოდნელი 7 თებერვლის საღამოს საათებიდან 8 თებერვლის ჩათვლით.
9 თებერვალს კახეთსა და თბილისში ნალექია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, 9-ში თოვლიც წამოვიდეს." - ამბობს დოდო გვაზავა.





წყარო: ​mshoblebi.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+