"მხოლოდ ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდენით" - ბათუმში დაკარგული 14 წლის ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
14 დღეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს უშედეგოდ ეძებენ.
იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს.
ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.
14 წლის ბიჭის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
კომენტარები (0)