» ჯანქი » "უმარი მოხუცს მეძახდა, მაგრამ..." - რა თქვა დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ

"უმარი მოხუცს მეძახდა, მაგრამ..." - რა თქვა დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ



"უმარი მოხუცს მეძახდა, მაგრამ..." - რა თქვა დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ



ღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა.

"მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.

უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა
შესაძლებელია.

მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს"
, - განაცხადა დვალიშვილმა.



 წყარო: sportall.ge



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+