» ჯანქი » გიორგი გახარიას თავს დაესხნენ

გიორგი გახარიას თავს დაესხნენ



გიორგი გახარიას თავს დაესხნენ



„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.


ამის შესახებ ექიმმა თაკო შანთაძემ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, გახარიამ კლინიკა თავისი სურვილით დატოვა.


„მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა“, – აღნიშნა ექიმმა თაკო შანთაძემ.


წყარო: ​fortuna.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+