"მავზოლეუმი უნდა? დღეს პანაშვიდი ქონდა, ბოლო ღამესაც უთენებენ, მავზოლეუმისკენ წამივიდა ფიქრები" - დაწერა ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში.
მის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა გამომწერმა კომენტარების ველში დაუწერა, რომ ნადირაძემ საკუთარ შვილს ზურგი აქცია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნინო ნადირაძის ვაჟი საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა."საკუთარ შვილს ზურგი აქციეთ, განუდექით, რა გაქვთ საერთოდ სასაუბრო, ვერც კი ვხვდები",- წერს კომენტარებში ერთ-ერთი გამომწერი.
"საიდან მოიტანეთ რომ ზურგი ვაქციე, ავუხსენი რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, რისთვისაც ვდგავარ იქ, სადაც ვდგავარ, და ივიკოსაც დედა ურჩევნია ყველას და ყველაფერს," - უპასუხა ნინო ნადირაძემ.
\
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)