ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკა“ „მთავარ არხზე“ აღარ გავა - ამის შესახებ ინფორმაცია "
პრაიმ ტაიმთან“ ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად დაადასტურა.
მისი განცხადებით, ახალი სეზონიდან გადაცემა სხვა არხზე გავა. ნანუკა, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს „ფორმულასთან“ და „ტვ პირველთან“ აწარმოებს.
„ახალ სეზონზე, გადაცემა „მთავარ არხზე“ , სავარაუდოდ, არ გავა. ახლა, ეთერში ობიექტური მიზეზების გამო, აღარ გავდივართ, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ გადაცემის ჩაწერას. ახალი სეზონიდან, გადაცემა სხვა არხზე გავა. ორივე არხთან მაქვს მოლაპარაკება, როგორც „ფორმულასთან“, ასევე, „ტვ პირველთან“.
- მთავართან დაასრულეთ თანამშრომლობა?
კი, კი. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ „ტვ პირველთან“ და „ფორმულასთან“,- აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
წყარო:
tia.ge
კომენტარები (0)