მსახიობმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა, დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია დუტა სხირტლაძის მეუღლემ, მარინა ნაცვლიშვილმა
Ambebi.ge-ს დაუდასტურა.
„დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია იმედი“ – უთხრა მარინა ნაცვლიშვილმა
Ambebi.ge-ს.ცნობისათვის, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, დუტა სხირტლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომლითაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
წყარო:
elnews.ge %
Ambebi.ge
კომენტარები (0)