რადიო თბილისმა, მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც თბილისის მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტის" ბაქანზე ახალგაზრდა კაცს ხელი ჰკრეს, ბაქანზე ჩავარდა და მატარებელმა გადაუარა.
მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
კომენტარები (0)