"700 ლარი ერთ ღამეში?! ჩემს ქვეყანაში ჩემი ადგილი არ ყოფილა და მივდივარ ავსტრიაში " - თათია სულუაშვილი
იუმორისტი თათია სულუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც გაოცებულია ბაკურიანის ფასებით.
“გადავწყვიტე, რომ დეკემბრის თვეში ბავშვები ბაკურიანში წამეყვანა დასასვენებლად და კოტეჯის ფასი 1 ღამე 700 ლარი. რას ამბობთ ხალხო, რა 700 ლარი ერთი ღამე?! ამიტომ გავაუქმე ყველაფერი და მივდივარ ავსტრიაში. რა ვქნა, ჩემს ქვეყანაში ჩემი ადგილი არ ყოფილა” – ამბობს თათია ვიდეოში.
კომენტარები (0)