მებო ნუცუბიძე: „მის სახეზე ყველაფერი ჩანს: განვლილი გზა, სირთულეები, უძილო ღამეები, წვიმაში, ქარში, თოვლსა თუ ყინვაში მშენებლობაზე გატარებული დღეები, დამღლელი სამუშაოს მერე კიდევ უფრო დამღლელი ვარჯიშები"
მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.
ნუცუბიძე მერაბ დავლიშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მერაბის სახე იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე მისი ნებისმიერი განცხადება თუ ინტერვიუ.
მისივე თქმით, მერაბი არის მაგალითი იმისა, რომ დაუღალავ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, გამარჯვება კი სულაც არ არის კომფორტული.
„დიახ, ასე გამოიყურება ადამიანი, რომელსაც მიზნის მიღწევამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯიღა დარჩენია.
და ეს ნაბიჯი, ალბათ, ყველაზე მძიმე და რთული გადასადგმელია.
თუმცა, მერაბი ამას აუცილებლად შეძლებს, რადგან “ჯერ არავის დაუწერია ფორმულა, როგორ უნდა შეაჩეროს ადამიანმა მანქანა”.
მერაბი მანქანაა, რომელსაც საჩემპიონო ოცნების ასრულებასთან მაქსიმუმ 25 წუთი აშორებს.
მის სახეზე ყველაფერი ჩანს: განვლილი გზა, სირთულეები, პრობლემები, უძილო ღამეები, წვიმაში, ქარში, თოვლსა თუ ყინვაში მშენებლობაზე გატარებული დღეები, დამღლელი სამუშაოს მერე კიდევ უფრო დამღლელი ვარჯიშები, ემიგრაციის პრობლემები, გადალახული წინაღობები და ბარიერები, ბრძოლა, ტკივილი, ბრძოლა, უფრო მეტი ტკივილი და ბოლოს შვება – საჩემპიონო წონის ჩაბარებით მოგვრილი შვება.
დიახ, ზუსტად ასე გამოიყურება მომავალი ჩემპიონი.
ეს სურათი კი გამოსაჩენ ადგილებში გამოფინეთ და აჩვენეთ ხალხს, რომ დაუღალავ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, გამარჯვება კი სულაც არ არის კომფორტული,“ – წერს მებო ნუცუბიძე.
კომენტარები (0)