ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს გმირი, მოცეკვავე პედაგოგი, რომელიც საზოგადოებამ მხიარული ცეკვის კადრებით გაიცნო და შეიყვარა, გადაცემა დღის „პოსტის სტუმარი“ იყო.
მარინა ბედოშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.
როგორ ვასწავლოთ შვილს პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული – სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ცნობილმა პედაგოგმა გადაცემაში.
ბედოშვილი ახალგაზრდებსაც მიმართავს და ამბობს, რომ მათი სახლი საქართველოა:
„მოჰკიდეთ ამ თქვენს შვილებს ხელი და სანამ ევროპაში წაიყვანთ საწანწალოდ, წაიყვანეთ მთაში, ბარში, ტყეში, იარეთ ფეხით ხალხო. ამ ჩემი მტკივანი მუხლებით, ფეხით მოვიარე საქართველო.
სამშობლო რომ უყვარდეს მოსწავლეს და შვილს, ჯერ უნდა იცოდეს ეს სამშობლო და რა ესმით ამ საზოგადოებისგან, რომ თითქოს ამ ქვეყნიდან დროზე უნდა გაიქცეთ.
სად მიდიხართ ხალხო, ვის უტოვებთ ამ ქვეყანას…
ბავშვებო თქვენი სახლი არის საქართველო და ყველა გზა რომში არ მიდის, ყველა გზა სამშობლოში მიდის“ – ამბობს მარინა ბედოშვილი.
წყარო:
fortuna.ge
კომენტარები (0)