» ჯანქი » საქართველოს მოსახლეობას საგანგაშო და სანერვიულო არაფერი აქვს - ივანე ჩხაიძე „მაიმუნის ყვავილზე”

საქართველოს მოსახლეობას საგანგაშო და სანერვიულო არაფერი აქვს - ივანე ჩხაიძე „მაიმუნის ყვავილზე”



საქართველოს მოსახლეობას საგანგაშო და სანერვიულო არაფერი აქვს - ივანე ჩხაიძე „მაიმუნის ყვავილზე”
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მაიმუნის ყვავილის” ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ინფექციამ აფრიკაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იფეთქა. "მაიმუნის ყვავილმა" 13 ქვეყანა მოიცვა. 

ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოს მოსახლეობას საგანგაშო და სანერვიულო არაფერი აქვს.

"მაიმუნის ყვავილი ჯერჯერობით არ გაცილებულა აფრიკის ფარგლებს, ამიტომ ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილება, უფრო მეტად, პრევენციულია მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის, ვიდრე რეალურ საშიშროებას ასახავს, თუნდაც საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უბრალოდ ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს გარკვეულ რეგიონში ასეთი სერიოზული პრობლემა გამოჩნდა. მაიმუნის ყვავილზე საუბარი 2023 წელსაც იყო, როდესაც პირველად დაფიქსირდა მისი შემთხვევები, მაგრამ დღევანდელი პრობლემა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რადიკალურად არ განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რომელიც იყო 2 წლის წინ. ასე რომ, აქ საგანგაშო და სანერვიულო საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არაფერი არ აქვს,“ - აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე “რუსთავი 2” - თან.

წყარო: ​tia.ge/​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+