პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, მეოთხედფინალში ლაშა გურულმა (63.5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის სძლია.
ლაშას მეორე რაუნდში მარცხენა წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, რის გამოც ბრძოლა ორჯერ შეჩერდა. თუმცა, საბოლოოდ მსაჯების გაყოფილი გადწყვეტილებით (3:2) გამარჯვება მას დარჩა.
შეგახსენებთ, გურულმა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, ნახევრფინალში კი კუბელ ალვარეს მორხეს შეხვდება.
ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია. აქამდე ისტორიაში ოლიმპიური მედალი მხოლოდ ორ ქართველ მოკრივეს, რამაზ ფალიანსა (1992) და ვლადიმერ ჭანტურიას (2000) ჰქონდათ მოპოვებული.
წყარო
კომენტარები (0)