შეგახსნებთ, რომ მარტში ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან მეორე დღეს კვარაცხელიამ დავითაშვილის შვილი მონათლა.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის გუნდ "ნაპოლიში" თამაშობს. ზურიკო დავითაშვილი კი საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „ბორდოს“ ფეხბურთელია. მნიშვნელოვან მატჩამდე რამდენიმე კვირით ადრე, მეგობრებმა შვებულება იტალიაში გაატარეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება დასვენების კადრები, სადაც ყურადღება ხვიჩას ჩაცმის სტილმა მიიქცია.
ფოტოზე, სადაც ზურიკო და ხვიჩა რომში არიან, ხვიჩას "გუჩის" პოლო მაისური აცვია, რომლის ღირებულებაც 1050 დოლარია. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ოფიციალურად "ადიდასის" სახეა
მეორე ფოტოზე, რომელიც სანაპიროზეა გადაღებული, ხვიჩას Loewe-ის შორტი და ზედა აცვია, რომლის ღირებულებაც 690 დოლარია.
ნახეთ ფოტო:
კომენტარები (0)