მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელიც იუბილარია, ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს საფრანგეთიდან, კანის სანაპიროდან. სწორედ იქ აღნიშნა დაბადების დღე თეთრი და წითელ ვარდების თაიგულებით, გრანდიოზული ფეიერვერკით და ნიშნობის ბეჭდით. ნიშნობის ბეჭდის და თეთრი კაბის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შორენამ ხელის თხოვნის წინადადება მიიღო საყვარელი ადამიანისგან, რომელიც ბოლო პერიოდშია მის გვერდით და რომლის ვინაობასაც მსახიობი არ ასაჯაროებს.
"ულამაზესი პატარძალი", "ადამიანი, ვინც ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს და ჰყავს ადამიანი, ვინც იცის შორენას ფასი და ანებივრებს... მუდამ იბრწყინე, მიყვარხარ ძალიან", - წერენ შორენას გამომწერები და ულოცავენ.
წყარო:
mshoblebi.ge
კომენტარები (0)