სახელი და გვარი: ებრუ იოზქანიდაბადების თარიღი: 18 ნოემბერი, 1978 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2006 წლიდან
ზოდიაქო: მორიელი
სიმაღლე: 173 სმ
წონა: 55 კგთურქმა მსახიობმა, ებრუ იოზქანმა, თავდაპირველად განათლება ბილკენტის უნივერსიტეტში მიიღო, რის შემდეგაც ჩააბარა ანკარის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე. თურქმა გოგონამ მსახიობობა პატარაობიდანვე დაისახა მიზნად. უნივერსიტეტში სწავლის წლებში, იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა თეატრალურ დადგმებში. ებრუმ ჯულიეტას როლი შეასრულა სპექტაკლში "რომეო და ჯულიეტა".
კინოსამყაროში, ებრუ იოზქანის დებიუტი შედგა 2006 წელს, სატელევიზიო პროექტში "Kabuslar Evi: Bir Kış Masalı" ("კოშმარების სახლი: ზამთრის ზღაპარი"), სადაც მან მელისას გმირი განასახიერა. ახალგაზრდა მსახიობის სილამაზემ და დახვეწილმა გარეგნობამ მალევე მიიპყრო პროდიუსერებისა და რეჟისორების ყურადღება, რის შემდეგაც მსახიობი სხვადასხვა სერიალში გადაიღეს.ქართველმა მაყურებელმა, ებრუ იოზქანი გაიცნო სერიალიდან "Paramparça" ("ნამსხვრევები"), სადაც იგი ერთ-ერთ მთავარ გმირს, დილარა გულფინარს განასახიერებს. სერიალმა "Paramparça", რომელიც 2014 წელს გადაიღეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაითქვა სახელი, აიღო სხვადასხვა ჯილდო, აგრეთვე, წარდგენილი იყო კონკურსზე "Golden Butterfly Awards".რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ებრუ იოზქანი, 2016 წლიდან ქორწინებაში იმყოფება თურქ მსახიობ და მწერალ, ერთან საბანთან.
ფილმოგრაფია:2006 - "Kabuslar Evi: Bir Kış Masalı" ("კოშმარების სახლი: ზამთრის ზღაპარი") - მელისა2006 - "Gözyaşı Çetesi" ("ქალაქის ცრემლები") - დენიზი2007 - "Kara İnci" ("შავი მარგალიტი") - სეჩილი2009 - "Güldünya" - დურუ2010 - "Çınar Ağacı" ("ჩინარის ხე") - ბერინი2009-2010 - "Hanımın Çiftliği" ("ლედი ფერმაში") - ჰალიდე2011 - "Anneler ile kızları" ("დედები და შვილები") - დეფნე2012 - "Hayatımın Rolü" ("ჩემი ცხოვრების როლი") - ელა2014 - "Not Defteri" ("უბის წიგნაკი") - სუნა2015 - "Rüzgar hatıraları" ("ქარის მოგონებები") - ლეილა2014-2017 - "Paramparça" ("ნამსხვრევები") - დილარა
წყარო:
intermedia.ge
კომენტარები (0)