ბლოგერი, ინფლუენსერი თაკო საზინა საზოგადოება კარგად იცნობს სოციალური ქსელიდან.
იგი ქალბატონებს თავის მოვლის, მაკიაჟისა და ჩაცმის სტილის რჩევებს უზიარებს, ცოტა ხნის წინ ბლოგერმა ფეხმძიმობის შესახებ თავად დაწერა სოცქსელში, იგი პირველ შვილს ელოდება.
ამჯერად ბლოგერი სამწუარო ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ მძიმე სენთან დიდი ბრძოლის მიუხედავად, მამა გარდაეცვალა.
„4 წელი ებრძოდა ამ საშინელ სენს და მაინც ვერ მოერია.
როგორ მქონდა იმედი, რომ პირველ შვილიშვილს მოესწრებოდა“,- წერს თაკო საზინა.
კომენტარები (0)