რისტან სარალიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პაატა გულიაშვილი წერს:
"კაი რა..... ჩემო საყვარელო, ტრისტან........" - წერს პაატა გულიაშვილი.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის რაიონში დაიბადა. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“), მეათე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“). 2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)