» ჯანქი » რა ოდენობის და როგორ შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა

რა ოდენობის და როგორ შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა



რა ოდენობის და როგორ შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა



საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:

1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;

2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;

3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

 წყარო: ​tv9news.ge​​​


გიორგი მიქაუტაძემ თავის დას ქორწილში საოცარი საჩუქარი აჩუქა - იხილეთ ვიდეო 

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+