» ჯანქი » „ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა“ - ზაზა შენგელია

„ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა“ - ზაზა შენგელია



„ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა“ - ზაზა შენგელია
ევროვიზია 2024-ის ფინალს, სადაც წელს კონკურსზე საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, ,,ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„25 წელია ამას ვამბობ: Eurovision Is The Most ბ ა ნ ძ ი Song Contest In The World, თავის წლევანდელი გამარჯვებულით… ჯერ ჰარი სთაილსი რა არის და მერე კიდევ სადაც მისი “ჩინურ-სუროგატული” ვერსია იმარჯვებს ამ მასშტაბის კონკურსში, იქ რაიმე ღირებულზე საუბარიც კი ზედმეტია…

ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა და სანამ ამ კონკურსს საიმონ ქაუელის, ენდრიუ ლოიდ-ვებერის ან საიმონ ფულერის დონის მუსიკალური პროდიუსერი არ მოკიდებს ხელს და არ მიაბამს მას მსოფლიოს წამყვან რექორდ ლეიბლებს, როგორც ეს “X Factor”-ის და “Pop Idol”-ის შემთხვევაში მოხდა”- წერს ზაზა შენგელია.

წყარო: ​tia.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+