» ჯანქი » ეს ულამაზესი ქალბატონი პაატა გულიაშვილის მეუღლეა – რას ამბობს ოჯახზე მსახიობი და ტელეწამყვანი

ეს ულამაზესი ქალბატონი პაატა გულიაშვილის მეუღლეა – რას ამბობს ოჯახზე მსახიობი და ტელეწამყვანი



ეს ულამაზესი ქალბატონი პაატა გულიაშვილის მეუღლეა – რას ამბობს ოჯახზე მსახიობი და ტელეწამყვანი
ქართველი მსახიობის და ტელეწამყვანის პაატა გულიაშვილის მეუღლე ნინო ტარიელაშვილია, რომელზეც პაატა ემოციურად საუბრობს.

“არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს – ნინო ტარიელაშვილი. ორი შვილი გვყავს, გუგა და ნიკუშა. გუგა მორაგბეა, დიდი დიღმის გუნდში, “ლელოში” თამაშობს. ნიკოლოზი “დინამოს” საფებურთო აკადემიის წევრია. იმედი მაქვს, რომ ჩემს გზას არ გაჰყვებიან და ისე არ იწვალებენ და ინერვიულებენ, როგორც მე. ჯერჯერობით მიჯერებენ, მოსწონთ ჩემი შემოქმედება და ამაყობენ. ბიჭებს უკვე ჩამოუყალიბდათ გემოვნება. რაღაცაზე იჯღანებიან და მათ აზრს ვითვალისწინებ, რადგან ახალგაზრდების გემოვნებას თუ ჩამორჩი, წინ ვერ წახვალ.
ჩემი მეუღლე გერმანული ენის სპეციალისტია, მაგრამ თავისი პროფესიით ვერ მუშაობს. ყოველთვის ბავშვების მოვლაში იყო ჩართული. ახლა სურვილი აქვს, იმუშაოს და იმედია, საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენს.
მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ჩვენს პატარა, თბილ ოჯახს ისე ვუვლით, როგორც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, კრიზისი ყოფილა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ერთად ვართ, გვიყვარს ერთმანეთი და ის ყველაფერი შევქმენით, რაც ჩვენ გარშემოა. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ერთმანეთის გაფრთხილება და პატივისცემაა მნიშვნელოვანი. ყველაფერი უნდა გადალახო, ოღონდ მასთან ერთად. მარტო ვერაფერს იზამ”, – პაატა გულიაშვილი.
ნახეთ ფოტოები.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+