დათო ხუჯაძე მალე მესამე შვილის მამა გახდება. თუმცა მომღერლის ცხოვრებაში, მხოლოდ ეს სიახლე არ არის. მას მესამედ უქორწინია! აი, ასე უხმაუროდ და პრესისგან ყოვლად იზოლირებულად! აპლოდისმენტებს ნამდვილად იმსახურებს, რომ ტაბლოიდურ გამოცემებს, მესამე ქორწინება ასე ოსტატურად გამოაპარა.
როგორც “პრაიმტაიმს” სანდო წყარომ ამცნო, თაკო თუხაშვილზე ხუჯაძემ გასული წლის სექტემბერში იქორწინა. მომღერალი თავის მეორე ცოლთან, ეკა დალაქიშვილთან უკვე ერთი წლის გაყრილი იყო. არც ეს გაუგია არავის. ამ პატარა ქალაქში, მომღერალმა განქორწინება და ხელახლა ქორწინება, უხმაუროდ, მშვენივრად შეძლო.
კომენტარები (0)