რუსეთში, 14 წლის ბიჭის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის სკოლის დაცვის თანამშრომელი დააკავეს. 43 წლის ქალმა მოსწავლე აიძულა მკერდზე შეხებოდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
ქალმა მოსწავლე იმ სკოლაში გაიცნო, სადაც მუშაობდა. მალევე კი მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა დაიწყო.
როგორც მოზარდმა სამართალდამცველებთან განაცხადა, ქალი სთხოვდა მისთვის ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაეგზავნა, რაზეც მოზარდი უარს არ ეუბნებოდა. გარდა ამისა, ქალი არასრულწლოვან ბიჭს მეგობრის ბინაში შეხვდა, სადაც სკოლის მოსწავლე აიძულა მკერდზე შეხებოდა.
ბიჭისა და ზრდასრული ქალის საიდუმლო ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სკოლის მოსწავლის დედამ შემთხვევით შვილის ინტიმური მიმოწერა წაიკითხა. ქალმა ტელეფონში აღმოაჩინა ინტიმური ხასიათის ფოტოები, რასაც ბიჭი ქალს უგზავნიდა. მოსწავლის დედამ დაცვის თანამშრომელს პოლიციაში უჩივლა, რის შემდეგაც ქალი დაუყოვნებლივ დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა და ბიჭთან ინტიმური ხასიათის ურთიერთობაზე ისაუბრა. სკანდალის შემდეგ თანამშრომელი სკოლიდან გაათავისუფლეს, ქალს პატიმრობა ემუქრება.
წყარო
კომენტარები (0)