სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი და 4 შვილის დედა, მსახიობი თაკო ტაბატაძე, შეყვარებულს სპორტსმენ ნუგზარ სპანდერაშვილს დაშორდა. წყვილის სოციალურ ქსელში გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, თაკო საჯაროდ ხშირად დებდა ფოტოებს რჩეულთან ერთად, თუმცა უკვე ნუგზართან ერთად გადაღებული არც ერთი ფოტო თუ „სთორი“ მის სოციალურ ქსელში არ იძებნება.
როგორც ჩანს წყვილის ურთიერთობამ დროს ვერ გაუძლო და ისინი ნამდვილად დაშორდნენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად თუ რა გახდა მათი დაშორების მიზეზი „დაიჯესტი“ მსახიობს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ პირადზე საუბარი არ სურს.
„ჩემი ცხოვრებაა და არ მინდა ამაზე საუბარი“, - უთხრა თაკო ტაბატაძემ გამოცემას.
მასთან, როგორც "დაიჯესტს“ მსახიობთან დაახლოებული წყარო უყვება, მას ახალი შეყვარებული ჰყავს, თუმცა მისი ვინაობა ამ ეტაპზე არ დაუსახელებია.
წყარო:
დაიჯესტი
კომენტარები (0)