როდესაც ბავშვს მამაც მამა ჰყავს და დედაც მამა, ან პირიქით, იმ ბავშვს არავინ ეკითხება, უნდა რომ ასე იყოს? – დათო ევგენიძე
ყველას თავისი არჩევანი აქვს, თუ უნდა იყოს გეი, თუ არ უნდა, ნუ იქნება, მაგრამ, ბავშვის უფლებები არ უნდა შეილახოს, იმიტომ რომ როდესაც ბავშვს მამაც მამა ჰყავს და დედაც მამა, ან პირიქით, იმ ბავშვს არავინ ეკითხება, უნდა რომ ასე იყოს?, – ამის შესახებ მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, დავით ევგენიძემ ანტიპროპაგანდისტული საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
„ეს უნდა იყოს გათვალისწინებული კანონმდებლობით, იმიტომ რომ ეს უკვე პროპაგანდაა“, – აღნიშნა ევგენიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
კომენტარები (0)