ჯარიმა 1000 ლარი იქნება – გაეცანით კიდევ ერთ სანქციას, რომელიც ახლახანს ამოქმედდა
პარლამენტმა 2023 წლის მიწურულს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო. ცვლილების თანახმად, ახალი წესები 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა.
კანონში შეტანილი ცვლილებებით, აღნიშნული საქმიანობის უნებართვო განხორციელება დასჯადი ხდება. კერძოდ:
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. ხოლო ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით გამოვლენაზე ჯარიმა – 2 000 ლარი იქნება;
ავტოსადგურის მიერ ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე;
კომენტარები (0)