გოგონამ უცხო გარეგნობით მაყურებლის ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია.
ანასტასია ჯეირათი ინტერნაციონალური ოჯახიდან გახლავთ, დედა - ქართველია, მამა - ინდოელი. ბავშვობა მამის სამშობლოში გაატარა და საქართველოში საცხოვრებლად მეოთხე კლასიდან ჩამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და პროფესიით ფსიქოლოგია, ის უკვე გადაიღეს სერიალში "სტუმარი", რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. ახლა „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. ასევე გაფორმებული აქვს სამოდელო კონტრაქტი რამდენიმე უცხოურ სააგენტოსთან.უყვარს მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ცეკვა და ყველაფერი ის, რაც მის ცხოვრებას უფრო შთამბეჭდავს და საინტერესოს გახდის...
- ჩემი მშობლები ინდოეთში ცხოვრობდნენ, მე თბილისში დავიბადე, რელიგიით ქრისტიანი ვარ. მყავს უმცროსი ძმა, ანდრია, 17 წლის. მესამე კლასამდე ბაღშიც და სკოლაშიც ინდოეთში დავდიოდი, მეოთხე კლასში უკვე საქართველოში ვსწავლობდი. თუმცა, ზაფხულობით და ახალ წლებზე სულ თბილისში მოვდიოდით, რომ ჩამოვიდოდი, ბებოს უკვე მოძიებული ჰყავდა მასწავლებლები რომ ქართულ სკოლას და პროგრამას არ ჩამოვრჩენოდი. ასევე ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, თეა დარჩიამ შემაყვარა ქართული ცეკვა.
ახლაც ხშირად მივდივართ ოჯახი ინდოეთში, ბებია-ბაბუას, ნათესავების სანახავად. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მათთან და ძალიან მიყვარს ყველა. მამიდაშვილები ჩემი ასაკის არიან და ძალიან ვმეგობრობთ. წელსაც ვიყავით დეკემბერში, ახალ წელს იქ შევხვდით. სხვადასხვა შტატში ვიმოგზაურეთ და დავათვალიერეთ მამას მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებულად მიყვარს ინდოეთი, საოცარი ქვეყანაა თავისი კულტურით.
- რით იყო გამორჩეული ინდოეთში ცხოვრების პერიოდი და თუ იყო რაიმე სახის დისკომფორტი შენთვის?
- საქართველო და ინდოეთი კულტურულად ძალიან განსხვავებული ქვეყნებია, მაგრამ ამავდროულად საერთოც ბევრი აქვთ. თუმცა, ამის გამო დისკომფორტი არასოდეს შემქმნია - პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ რომ ორ ასეთ კულტურასთან მაქვს მჭიდრო კონტაქტი. ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო გახადა ამ ფაქტმა. აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ყველას ძალიან უკვირდა ჩემი გვარი და შემდეგ ინტერესსაც გამოხატავდნენ, მე ძალიან პატარა ვიყავი და დედას ვეკითხებოდი თუ რანაირად ხვდებოდნენ რომ გვარი არ იყო ქართული (იცინის).
- მშობლებმა სად გაიცნეს ერთმანეთი?
- დედა და მამა პროფესიით ექიმები არიან, სტომატოლოგები. ერთმანეთი წლების წინ მოსკოვში გაიცნეს, ორივე იქ სწავლობდა სამედიცინოზე.
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
კომენტარები (0)