“დისტრიბუციის ბიჭები, თურმე, ეფანცქვალებიან მარკეტებში მომუშავე მანდილოსნებს” – მღვდელი ლევან ჯიქური
კასპში მოღვაწე მღვდელი, ლევან ჯიქური:
კიდევ ერთ პრობლემამ იჩინა თავი. დისტრიბუციის ბიჭები თურმე მაგრად ეფანცქვალებიან მარკეტებში მომუშავე მანდილოსნებს. და ესენიც ეკეკლუცებიან. რა თქმა უნდა ამას არც ყველა მამაკაცი კადრულობს ამას და არც ყველა ქალბატონი აბედინებს, მაგრამ ხდება.ნუ ვინც გასათხოვარია, საქმრო არ ყავს რა პრობლემაა. მაგრამ ეს მესმის გათხოვილებზეც.მართალია ჩვენი რჯული ითხოვს პატიებას (ისე ამ წუთას მაგაზე ვწერ ქადაგებას, წელი დამეღალა და შევისვენე ) მაგრამ ქართველი კაცის ბუნება ხომ იცით არა? ყველა არაა შვილო ამ რჯულის დამტევი და აღმასრულებელი.ამიტომ საბითუმოს ბიჭებო და მარკეტების ქალბატონებო არ გვინდა ბითუმად მკდარი დისტრიბუტორ-კონსულტანტები და ვინც ამოვარდნილი ხართ კალაპოტებილან გირჩევთ ჩადგეთ.
კომენტარები (0)