Демонстрационный сайт » ჯანქი » 25 წლის მასწავლებელი 15 წლის ბიჭის შეცდენისთვის დააკავეს და მსხვერპლთან კონტაქტი აუკრძალეს

25 წლის მასწავლებელი 15 წლის ბიჭის შეცდენისთვის დააკავეს და მსხვერპლთან კონტაქტი აუკრძალეს

25 წლის მასწავლებელი 15 წლის ბიჭის შეცდენისთვის დააკავეს და მსხვერპლთან კონტაქტი აუკრძალეს
აშშ-ში, კენტუკის შტატის მასწავლებელი გაუპატიურების მესამე ხარისხის ბრალდებით გაასამართლეს. მას ბრალად ედება მე-8 კლასელ მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება. 25 წლის ალექსანდრა ალენი ჯორჯთაუნის პოლიციამ ორშაბათს დააპატიმრა.

დამნაშავის დაპატიმრების ორდერი მას შემდეგ გაიცა, რაც თინეიჯერის დედამ შვილის მობილურ ტელეფონში მასწავლებელთან გადაღებული სექსუალური აქტის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა აღმოაჩინა. სასამართლო გამოკითხვაზე სკოლის მოსწავლემ დაადასტურა, რომ მას ალენთან სექსი ჰქონდა. გამოძიების თქმით, გაუპატიურებას ადგილი ჰქონდა 3 სხვადასხვა ლოკაციაზე გასული წლის მარტიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ურთიერთობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის სასტუმროს შენობაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია აქვეყნებს.

ალენი დანაშაულს არ აღიარებს. მას 2500 $ -ის გადახდა დაეკისრა და აგრეთვე აეკრძალა კონტაქტი მსხვერპლთანაც




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+