» ჯანქი » გორში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ცოლს "ფეისბუქი" გაუტეხა

გორში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ცოლს "ფეისბუქი" გაუტეხა



გორში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ცოლს "ფეისბუქი" გაუტეხა
გორის პოლიციას მიმართა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი  ფეისბუქის გვერდი გატეხეს. ამის საფუძველზე პოლიციამ მამაკაცი დააკავა,  რომელიც დაზარალებულის ქმარია.

ფაქტის შესახებ qartli.ge-ს  დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა. ადვოკატის თქმით, პროკურატურას ეჭვი  აქვს, რომ ქალის პერსონალური ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მოიპოვა,

"ფეისბუქის გატეხას ადგილი არ ჰქონია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პაროლი ოჯახის  სხვას წევრსაც სცოდნია, ამიტომ, სოციალური ქსელში შეღწევა სხვასაც შეეძლო.  გატეხის ეჭვი საერთოდ გამოირიცხება სასამართლო განხილვის დროს," - აცხადებს ადვოკატი.
პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. მოსამართლემ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+