"როცა მე და ჩემი ქმარი ოთახში "საკუნკუროდ" განვმარტოვდებოდით, თინა ბებო გახეხილი ვაშლით კართან გველოდებოდა, როდის მოვრჩებოდით და გავიდოდით, შემდეგ კი მან ისეთი რამ გვითხრა ვერასდროს წარმოვდიგენდი"
"რა ვქნა ასეთი კუსკუსა ბებია გვყავდა სახლში. ახლა რომ მახსენდება ცრემლებს ვერ ვიკავებ, მაგრამ იმდენად პოზიტიური ქალი იყო, არ ეკადრება ტრაგედია მის ისტორიას. როცა ახალი შეუღლებულები ვიყავით და თაფლობის თვიდან დავბრუნდით, სახლში ყოფნის დროს თინა ბებო ან თავის ოთახში იყო, ან სულ ეზოში ჩადიოდა – ალბათ ახალდაქორწინებული წყვილისათვის ხელის შეშლა არ სურდა.
ჩვენც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით. ყველას გამოგიცდიათ ალბათ ოთახიდან გამოსვლისას როგორი თვალებით გაკვირდებიან ოჯახის წევრები. მაგრამ ჩვენი იდიალია სულ მალე შეიცვალა. რამდენჯერაც ოთახში განვმარტოვდებოდით და გამოვდიოდით, კარებთან თინა ბებო გვხვდებოდა – გახეხილი ვაშლით და კოვზებით ხელში. ვიფიქრეთ, ალბათ ისე დაბერდა ვეღარ ხვდება რას აკეთებსო. ვაშლის შემდეგ ხან ჭარხლის წვენს, ხანაც სტაფილოს გვახვედრებდა. მეუღლეს ვუთხარი: – თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, ხვდება რისთვისაც შევდივართ და გვანახებს რომ – მეც ვხვდებიო. ამიტომ მანამ არაფერი გვექნება, სანამ ბებო ასეთ საქციელს არ დაანებებს თავს მეთქი. მან კი მიპასუხა, რომ არ შეეძლო ბებიასთვის რამე ეთქვა, პირველ რიგში ვერ მიხვდება უკვე მოხუცია და მეორეც ეწყინებაო. ხოდა ერთ დღესაც მისაღებში ვართ, თინა ბებო შემოდის გახეხილი ვაშლით და გვეუბნება: – აბა ჰე! შედით ახლა ოთახში და რომ გამოხვალთ ვაშლი მაქვს თვენთვის მზადო. გაკვირვებული თვალებით ვუყურებთ ორივე და ვკითხე: – კი მაგრამ, თინიკო ბებო, გახეხილი ვაშლი რა საჭიროა თქო? – “რატო ბებია და თქვენ ახალგაზრდები ხართ და ჯანსაღი სექსი გჭირდებათო. რომ გამოხვალთ და ამ ქიმია კოკა-კოლას და რაღაც მოწამლულ ტკბილეულს რომ მიეძალებით, ჯანმრთელი საკვები უნდა მიიღოთ, თორემ თქვენი ფხაკუნი შიგნით უშედეგო იქნება, – მე აქ ამხელა ქალს კი არ მეხალისება თქვენი ყარაულობა და ვაშლის ხეხვაო” და ისე საყვარლად გადაიკისკისა სიტყვებით ვერ ავღწერ. არ ვიცი სად გაიგო ან ვინ უთხრა, მაგას რომ ვაშლი და ბოსტნეული უხდება, თანაც გახეხილი, მაგრამ, რაც იმ დღეს ვიცინეთ და ვიხალისეთ კარგა ხანს გაგვყვა. დღეს თინა ბებო აღარ გვყავს, მაგრამ მისი სიკეთე, მხნეობა, სიყვარული და მზრუნველობა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. აი ასეთი პოზიტიური და ეშმაკუნა ბებიეც გვყავანან..
კომენტარები (0)