ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ორსული ქალი პოლიციამ დააკავა. რა შენიშნეს ფოტოზე?
ცნობილი სახეებისა თუ ჩვეულებრივი ქალების ორსული "ღიპუცების" ფოტოებს სოც–ქსელებში მრავლად ნახავთ. რა შეიძლება იყოს ორსულ ქალზე უფრო ლამაზი, რომლის სხეულშიც ახალი სიცოცხლე სახლობს, თუმცა ამჯერად გვაქვს საქმე შემთხვევასთან, როდესაც ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ პოლიციამ მომავალი დედა მაშინვე დააკავა. კი, მაგრამ რატომ?!
როგორც სხვა ორსულმა ქალებმა, ნატაშა კირკლანდმაც გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო Facebook–ზე, სადაც ის ორსულობის გამო მზარდ მუცელს უწევდა დემონსტრირებას. ჩვეული პრინციპით კი ახლობლები და მეგობრები ფოტოს ქვეშ ტოვებდნენ კომენტარებს ტექსტით "საყვარელო", "ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ" და ა.შ, თუმცა ერთეულებმა შეამჩნიეს, რომ ნატაშას მარცხენა მკლავზე ჰქონდა გაკეთებული "ჟგუტი", ასევე ფოტოს მარცხენა კუთხეში ჩანს მაგიდა, სადაც ერთჯერადი საინექციო შპრიცია მომზადებული ჰეროინისთვის და კოვზი ასევე მის მოსამზადებლად.
ფოტოს გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ ნატაშას სახლს მიადგნენ სამართალდამცავები და ქალი ბორკილებით გაიყვანეს ბინიდან. 26 წლის ნატაშა საკრედიტო ბარათების თაღლითობაში, ლიცენზიის გარეშე მართვისა და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა მას ბრალად ედებოდა სხვა მრავალი დანაშაული.
ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ სხვა ბრალდებებთან ერთად მას არ წაეყენა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ბრალდება, რომ სამი შვილის დედა, რომელიც ორსულად იყო მეოთხე ბავშვზე, საკუთარის გარდა საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს. მხოლოდ სოციალურ–ქსელებში, მომხმარებლების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებების შემდეგ ჩამოერთვა ქალს დედობის უფლება.
ეს ამბავი კი მოწმობს იმ ფაქტს, რომ დედობა არ არის მიმზიდველი ფოტოების განთავსება სოც–ქსელებში, დედობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და შვილის წინაშე.
კომენტარები (0)