„პრეზიდენტობა“, „ეკა ბესელიას იმიჯის მორგება“, უამრავი სკეტჩი და მუსიკალური ნომერი - დიახ, ეს თამუნა ლეკვეიშვილია, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოების გაღიმებაზე ფიქრობს.
ზესტაფონელი გოგონა დღეს ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია. ჰოდა, სწორედ მის შესახებ გიამბობთ.
კომპლექსები
თავიდან, სანამ გავიაზრებდი და მივიღებდი ჩემს სხეულს ისეთს, როგორიც არის, კომპლექსები მქონდა. დიდი ზომის ტანსაცმელი მეცვა და ბეჭებში მოხრილი დავდიოდი, რომ მკერდი წინა პლანზე არ ყოფილიყო. აი, სკოლას რომ ვამთავრებდი, პრანჭვა და კომლექსების მოხსნა ერთდროულად მოხდა.
წონაში ორსულობის გამო მოვიმატე. სამი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე. ისე ვრჩებოდი ორსულად, წინა ბავშვის დროს მომატებული წონა არ მქონდა დაკლებული. წონაზე წონა ემატებოდა და საკმაოდ მოვიმატე. მოკლედ, რაც კი არსებობს, ყველა დიეტა დაცული მაქვს, „სასიკვდილო“ დიეტების ჩათვლით.
კითხვის გაგრძელება
კომენტარები (0)