Демонстрационный сайт » ჯანქი » "სამი თვის გათხოვილი ვარ და ცხოვრება აღარ მინდა... მაზლმა აბაზანაში შიშველს კარი შემომიღო და დამინახა..."

"სამი თვის გათხოვილი ვარ და ცხოვრება აღარ მინდა... მაზლმა აბაზანაში შიშველს კარი შემომიღო და დამინახა..."

"სამი თვის გათხოვილი ვარ და ცხოვრება აღარ მინდა... მაზლმა აბაზანაში შიშველს კარი შემომიღო და დამინახა..."
სამი თვის გათხოვილი ვარ და ცხოვრება აღარ მინდა. შეიძლება ითქვას, რომ  დიდი სიყვარულის და ბედნიერების მიუხედავად საგიჟეთში ვცხოვრობ.

 მე და გუგას ერთმანეთი უნივერსიტეტში შეგვიყვარდა და ცოლად ერთ  წელიწადში გავყევი. ხშირად მეუბნებოდა, რომ ''ცეტი'' ოჯახი ჰქონდა, ყველა  თავისთვის ცხოვრობდა და ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, მაგრამ ნანახმა  მოლოდინს გადააჭარბა. 

 სახლი, სადაც არც ერთი ოთახის კარი არ იკეტება, პირველად მათთან ვნახე.  დედამისი შინ ხშირად ლიფით დადის, ამბობს, რომ სცხელა, მამა - ქვედა  საცვლით. ასე სიარულს ჩემი ორი მაზლიც არ ერიდება. 

 ხშირად ტუალეტში შესვლის მეშინია, რომ ვინმე არ შემომივარდეს. რა თქმა  უნდა, აბაზანა-ტუალეტის კარიც არ იკეტება. დასაბანად თუ შედის ვინმე,  ხმამაღლა აცხადებს, რომ არავინ შევიდეს და ვცხოვრობთ ასე გიჟებივით. 

 რამდენჯერ ვუთხარი გუგას, რა იქნებოდა ოთახებში საკეტის დაყენება,  მაგრამ ამაზე მხოლოდ ეცინება და მეუბნება, რომ მაშინ ცხოვრება მუღამს  დაკარგავდა. ორი კვირის წინ, გაფრთხილების მიუხედავად, ბანაობის პროცესში  მაზლი შემომივარდა. 

 თურმე ვერ გაიგო, რომ ვთქვი, ბანაობას ვაპირებ-მეთქი. ამაზე დღემდე  ყველა ხალისობს და ამბობენ, რომ ხანდახან მათ ოჯახში ასეთი რაღაცებიც  ხდება. მე კიდევ სირცხვილისგან თვალებში ვეღარ შემიხედავს. არ ვიცი, რამდენ ხანს გავძლებ. 

 სახლში დაბუნებაც არ მინდა, ბებია გაგიჟდება ნერვიულობით, მამა დიდი  ხანია გარდაიცვალა. დედა კი ექვსი წელია საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს. 

 ახლა ჩამოსვლას აპირებს და არ ვიცი, როგორ გავაცნო ლიფიანი დედამთილი და მამამთილი მუდმივად ქვედა საცვლით. 


წყარო: itar.ge




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+