ბაბი პოპულარული „შალვა რამიშვილის შოუდან“ გახდა, შემდეგ იყო „ილო ბეროშვილის შოუ“ ახლა კი „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“-ში მღერის და იქედან ახალისებს საზოგადოებას.
„იღბლიანი ვარ, რადგან ერთმა ქასთინგმა გადაწყვიტა ჩემი პოპულარობა. აღმოჩნდა, რომ კარგი პროდუქტი ვიყავი. დღეს ეკრანზე ვჩანვარ და ვიცი, ბევრ ადამიანს შევაყვარე თავი.“- ამბობს ბაბი.
როგორც მომღერალი ამბობს ჯერ საყვარელი ადამიანი არ უპოვნია, თუმცა ფიქრობს, რომ პირადი ცხოვრებისთვის ადამიანი დროს ყოველთვის გამონახავს.
„შეყვარებული არ ვარ და ჩემი თანამშრომლები მეხუმრებიან, ბიჭს როგორ შეაყვარებ თავს, შენ ხარ ჩვეულებრივი კაციო. ყველასთან ძმაკაცური მიჭირავს და არ ვიპრანჭები. ძმაკაცური გოგო ვარ, ფლირტის მომენტები და ქალური სინაზეები არ მახასიათებს. ალბათ, მოვა დრო და ეგეც იქნება. თუმცა, გეტყვით რომ, რაც უნდა დაკავებული იყო ადამიანი, პირადი ცხოვრებისთვის დროს ყოველთვის გამონახავ. ადამიანის სიყოჩაღეზეა დამოკიდებული, რამდენად ააწყობს კარიერასაც და პირადსაც“- ამბობს ბაბი კირკიტაძე.
– შალვა რამიშვილი, საკმაოდ სკანდალურად წავიდა ტელევიზიიდან. ეს სკანდალი შენც შეგეხო?– რასაკვირველია, ეს ფაქტი ამ შოუში ყველას შეგვეხო. რამდენიმემ დატოვა კიდეც შოუ. სკანდალის ნაწილი მე არ ვყოფილვარ და ვფიქრობ, ეს იყო გაუგებრობა მხოლოდ ორ ადამიანს შორის და მგონი, მოგვარდა. სულ ვხუმრობ, რაც შალვა წავიდა, ვაკაჭის ცოლი და ილოს საყვარელი ვეღარ ვარ-მეთქი. იმ შოუში კარგად მქონდა მორგებული ცოლისა და საყვარლის როლი. ახლა კი მხოლოდ მომღერალი და წამყვანი ვარ. დაიხურა „შალვა რამიშვილის შოუ“ და ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა. იცით, რა მიხარია? ჩემს თავზე ჭორები არ გამიგია – არც პოლიტიკოსის საყვარლობას მაბრალებენ და არც ბიზნესმენისას, ეტყობა, ჩემს ნერვებს უფრთხილდებიან. ისე, იმდენად ვაჟკაცური ტიპი ვარ, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვერავის საყვარლობას ვერ მაბრალებენ.
წყარო:
digest.pia.ge
კომენტარები (0)