» ჯანქი » რამდენ ხანს გრძელდება იდეალური სექსი? - 7 კითხვაზე პასუხი, რომელიც ყველას აინტერესებს

რამდენ ხანს გრძელდება იდეალური სექსი? - 7 კითხვაზე პასუხი, რომელიც ყველას აინტერესებს



რამდენ ხანს გრძელდება იდეალური სექსი? - 7 კითხვაზე პასუხი, რომელიც ყველას აინტერესებს
Teen Vogue სექსის შესახებ Google-სთვის ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს აქვეყნებს და მკითხველს მათზე პასუხებს სთავაზობს.

1. რა არის სექსი? - მარტივი განმარტებით, სექსი ადამიანებს შორის გენიტალიებით კავშირია, თუმცა სექსოლოგები ამბობენ, რომ სექსი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ გენიტალიებით კავშირი.
2. რა მეტკინება სექსის დროს? - სექსი მტკივნეული არ არის, თუ მტკივნეულია, მაშინ გარკვეულ სექსოლოგიურ პრობლემებთან გაქვთ საქმე. თუ სექსის დროს რაიმე გტკივათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
3. როგორ განცდებს იწვევს სექსი? - ყოველ ჯერზე სექსმა შეიძლება სხვადასხვაგვარი განცდა გაგიჩინოთ. საუკეთესო სექსის შემთხვევაში, სასიამოვნო შეგრძნებებით ივსება მთელი სხეული.
4. როგორ უნდა მივაღწიო იმას, რომ საოცნებო სექსი მქონდეს? - მთავარია, სექსის დროს საოცნებო სექსზე არ იფიქროთ. კონკრეტულ მომენტში მხოლოდ პარტნიორზე და სიამოვნების მიღებაზე მოახდინოთ კონცეტრირება, არ გაფანტოთ ყურადღება.
5. როგორ ვაკოცო? – „გუგლს“ ამ კითხვასაც ხშირად უსვამენ. კოცნა საკმაოდ მარტივია და როცა ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან გაქვთ, ყველაფერი ბუნებრივად და მარტივად ხდება.
6. რამდენ ხანს გრძელდება სექსი? - საშუალოდ, სექსის ხანგრძლივობა 7 წუთია. რა თქმა უნდა, ეს ადმიანებზეა დამოკიდებული და შეიძლება უფრო ხანგრძლივი, ან უფრო ხანმოკლე სექსითაც დაკავდეთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ენერგიული ხართ.
7. რამდენ კალორიას წვავს ადამიანი სექსის განმავლობაში? - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს კავდებით სექსით და რამდენად აქტიური ხართ სექსის დროს.
წყარო: trend.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+