» ჯანქი » "აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა...."

"აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა...."



"აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა...."
„ზოგჯერ არცოდნა არცოდვაა, ზოგჯერ კი – სისულელე და სიბნელე, რომელსაც შენთვის მთელი ცხოვრების გაცამტვერება შეუძლია… ჩემი ქმარი სანაცნობოში განთქმული „კაი ტიპი“ იყო. გოგონები ეპრანჭებოდნენ, ისიც იფერებდა და მექალთანის სახელთან მორგებას ცდილობდა.


ჩემი ქმრის მაგალითზე შემიძლია, ვთქვა, რომ ეს „მექალთანე“ კაცები სინამდვილეში კომპლექსებით გაძეძგილი რეგვნები არიან, რომლებსაც სექსი შეყოფა-გამოყოფის ფილოსოფიამდე დაჰყავთ და კაცმა რომ თქვას, არც მაგაში ბრწყინავენ.


გადიოდა დრო, ქორწინებიდან სულ მალე გამინელდა მის მიმართ მიზიდულობა, პატივისცემა, ზოგადად ყველაფერი ადამიანური, რაც ცოლ-ქმარს შორის შეიძლება არსებობდეს.

ისიც დიდად არ დარდობდა, ხან ვისი პომადით დასვრილი ტანსაცმლით მოდიოდა შინ, ხანაც – ვისი. ორი შვილი გაგვიჩნდა, ორივე ბიჭი. მედარდებოდა, ასეთი სალახანები რატომ უნდა გაზრდილიყვნენ? ოჯახის დანგრევის საფუძველი საკმარისზე მეტი მქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში ისევ რაღაც მექაჩებოდა უკან.

ეს რაღაც ალბათ ავადმყოფი დედა იყო, რომელიც ჩვენს დაშორებას, როგორც ძველი ყაიდის ადამიანი, ძნელად გადაიტანდა. ეს ჩემი ქმარიც ხვდებოდა, რომ ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა და კრიჭაში მედგა სულ.


არ მცემდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მააუპატიურებბდა. კიდევ კარგი, სექსუალური ტემპერამენტით დიდად არ ბრწყინავდა, და ამას ალბათ უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, – ჩემი დასჯის ერთგვარი აქტი იყო.


მაგრამ ყველა ის ღამე მძულს, როცა მთვრალი მოდიოდა და ტანსაცმელს ძალით მხდიდა, როცა მაიძულებდა, მეკოცნა, როცა მეხებოდა. ამ ყველაფერს ბევრი წლის მანძილზე ვიტანდი. რამდენჯერმე იმ წყვილების შესახებაც გამიგია, როდესაც ქალს სამედიცინო პრობლემების გამო სექსი არ შეეძლო და მისი ქმარი ამას პატივისცემით ეკიდებოდა.


მიკვირდა და პრინციპში ყველასაც უკვირდა, განსაკუთრებით – ქალებს. ალბათ, ეს იმიტომ, რომ ქმართან სექსი აბსოლუტურად ყველა ქალს თავისი უპირველესი მოვალეობა ეგონა, ისეთი, როგორიც იყო სარეცხი, ბავშვების მოვლა, სამზარეულო..

ვწუხვარ, რომ სიცრუეში ვიცხოვრე. ეს საზიზღარი გარემო, რაც ირგვლივ სუფევდა, არაფერზე ინფორმაციას სწორად არ იძლეოდა, სიცრუის და ტყუილის ქვეყანაში ვცხოვრობდით.


მაშინ რომ მცოდნოდა, რომ ჩემი ამის უფლება არ ჰქონდა ქმარს, ჩემი ცხოვრება ნამდვილად სხვანაირი იქნებოდა – ბედნიერი, რადგან მყავდა შესანიშნავი შვილები (რომლებიც, სხვათა შორის, მამისნაირ პირუტყვებად არ გამიზრდია და ქალის პატივისცემა კარგად ვასწავლე), მქონდა შესანიშნავი პროფესია და ინტერესების დიდი სფერო.


კი, ისეთი კაცებიც ყოფილან ჩემს ცხოვრებაში, რომლებთან ურთიერთობაზეც რაღაც მომენტში უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ჩემი ქმრის შემხედვარეს, ყველა კაცი მეზიზღებოდა და ეს ზიზღი ყველანაირ ინტერესზე ძლიერი აღმოჩნდა.


ახლა, როცა უკვე ხანში შევედი და ჩემი ქმარი დიდი ხნის მკვდარია, მაინც დიდი სინანულის და უმწეობის შეგრძნება მაქვს… რაში გავატარე მთელი ცხოვრება? არადა, ყველაფერი, შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად ყოფილიყო…“


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+