» ჯანქი » დღეს ტაქსით ვიმგზავრე, მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო... სველი და მშრალი ხელსახოცები ედო ერთ მხარეს

დღეს ტაქსით ვიმგზავრე, მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო... სველი და მშრალი ხელსახოცები ედო ერთ მხარეს



დღეს ტაქსით ვიმგზავრე, მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო... სველი და მშრალი ხელსახოცები ედო ერთ მხარეს
ხშირად ვმგზავრობთ ტაქსებით და უმეტესობა მათგანით უკმაყოფილოები ვართ, მოუწესრიგებელი სალონი, უხეში მიმართვა, ხურდის არ ქონა და ა.შ. ამჟამად კი რამილია ალიევა ერთი ძალიან კარგი ბიჭის შესახებ გვიყვება, რომელსაც თავისი საქმე ძალიან უყვარს და ამ ყველაფერს სიყვარულით აკეთებს. რამილიას თქმით მას ძალიან ესიამოვნა ამ ტაქსიში ჩაჯდომა და ასეთ სიტუაცია.

"რა კარგია როცა ადამიანს უყვარს ის საქმე რასაც აკეთებს. დღეს Bolt-ის ტაქსით ვიმგზავრე. მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო, მანქანა ისეთი მოწესრიგებული იყო. ცალკე ეს ტაბი ქონდა მიმაგრებული სავარძელზე “მისტერ ბინის” ვიდეობით, მგზავრებმა, რომ არ მოიწყინონ. სველი და მშრალი ხელსახოცი ერთ მხარეს, მეორე მხარეს წყლის ბოთლი ... შეიძლება იფოქროთ დიდი არაფერი, მაგრამ უდიდესი მზრუნველობა იყო ამ ყველაფერში. ბექა ერქვა და თავისი საქმეს სიყვარულით აკეთებდა. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, რა საქმეს ასრულებ, როცა სიყვარულით აკეთებ ეს იგრძნობა. ჩემი უდიდესი პატივისცემა ამ ბიჭს, "მისტერ ბინისთვის" არა , იმისთვის რომ თავისი საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვს ..."


წყარო: ​itar.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+