ცოლმა მისწერა ქმარს, რომ მის ძმასთან უღალატა – ქმრის ასეთმა პასუხმა კი ყველა გააოცა
„ძვირფასო მეუღლე!
მე ვწერ ამ წერილს იმისთვის, რომ გითხრა – მე მივდივარ. 7 წელი მე ვიყავი მშვენიერი ცოლი შენთვის, მაგრამ სამაგიეროდ ვერაფერს ვიღებდი. ბოლო წვეთი იყო ის, როდესაც შენმა უფროსმა დარეკა და თქვა, რომ სამსახურიდან წამოხვედი. წინა კვირას შენ ვერც კი შეამჩნიე ჩემი ახალი ვარცხნილობა და მანიკური. შენ ისიც კი არ გაინტერესებდა, რომ ვახშმად შენი საყვარელი საჭმელი მოგიმზადე და თან ახალი პენუარი ჩავიცვი. ფეხბურთის ყურება და ძილი – ეს იყო ერთადერთი რამ, რაც იმ საღამოს გააკეთე. შენ აღარ მეუბნები, რომ გიყვარვარ და აღარც მეკარები. შენ ან აღარ გიყვარვარ ან უბრალოდ თვალთმაქცობ, მაგრამ მე მეტი აღარ შემიძლია!
P.S. თუ გაინტერესებს, მე შენს ძმასთან ერთად წავედი დასავლეთ ვირჯინიაში“.
ცოტა ხანში ყოფილმა ცოლმა ქმრის საპასუხო წერილი მიიღო.
„ძვირფასო, ცოლო!
შენმა წერილმა ძალიან გამახარა, მართალია ჩვენ 7 წელი ვცხოვრობდით ერთად, მაგრამ იდეალურ ცოლს მაინც ვერ გიწოდებ. მატჩებს იმიტომ ვუყურებდი, რომ შენი წუწუნისთვის არ მესმინა, მაგრამ ესეც კი არ მშველოდა. რაც შეეხება შენ ვარცხნილობას – მე შევამჩნიე ის, მაგრამ არაფერი ვთქვი, რადგან შენ ის არ გიხდებოდა. დედამ ბავშვობაში მასწავლა, რომ თუ რაიმე სასიამოვნოს თქმა არ შეგიძლია, უმჯობესია გაჩუმდე!
რაც შეეხება ვახშამს… შენ ალბათ ჩემს ძმაში შეგეშალე, რადგან მე უკვე რამდენიმე წელია, რაც ღორის ხორცს არ ვჭამ. შენი ლამაზი თეთრეული დავინახე და მომეწონა კიდეც, მაგრამ შენ მასზე ფასის მოხსნა დაგავიწყდა, რომელზეც 49$ ეწერა და მისი დანახვისას გამახსენდა, რომ ჩემმა ძმამ რამდენიმე დღის წინ 50 დოლარი მთხოვა, რის გამოც ყველანაირი სურვილი დამეკარგა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე იმედი მქონდა, რომ ჩვენ შევძლებდით გამგზავრებას და ყველაფრის თავიდან დაწყებას. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ მე ლატარიაში 10 000 000 დოლარი მოვიგე…
P.S მე გავენთავისუფლე სამსახურიდან და ჩვენთვის ვიყიდე ორი ბილეთი იამაიკისკენ, მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩემმა იურისტმა მითხრა, რომ შენი წერილის წყალობით ვერანაირ ფულს ვერ მომთხოვ. კარგად იყავი!
ჰო, კიდევ, იმედია ის ფაქტი, რომ ჩემი ძმა კარლი თავიდან კარლად დაიბადა, არ შეგაწუხებს. წარმატებები“!
კომენტარები (0)