„ნასა“ 18 000 დოლარს გადაგიხდით, თუ 70 დღე ლოგინში იწვებით
მათ მოუწევთ, 70 დღის განმავლობაში ლოგინში იწვნენ და 18 000 დოლარს მიიღებენ.
როგორც inquisitr.com წერს, ექსპერიმენტის მიზანია კოსმოსში მოგზაურობის ხანგრძლივი პერიოდის იმიტაცია მოახდინონ, სადაც ადამიანის სხეული ექსტრემალურ ატროფიას, გამოფიტვას განიცდის.
ამ ტესტირების წყალობით „ნასას“ მეცნიერები შეისწავლიან და შეძლებენ განსაზღვრონ, რა რაოდენობის კუნთს კარგავს ადამიანი - ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის, ლოგინში კოსმოსური შატლის მიკროგრავიტაცია იქმნება შექმნილი.
მთელი 70 დღის განმავლობაში, ადამიანი ლოგინში უნდა იწვეს და იქვე მიირთვას, ითამაშოს და ფილმებს უყუროს.
კომენტარები (0)