ზოდიაქოს 5 ნიშანს შავი წყლის კურდღლის წელიწადი, სხვა სიკეთეებთან ერთად, დიდ სიყვარულსაც მოუტანს.
ვერძი
2023 წელს მარტოხელა ვერძებს ცხოვრების მომავალ მეუღლესთან შეხვედრისა და ოჯახის შექმნის უნიკალური შანსი ექნებათ.
ვარსკვლავები გირჩევენ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედოთ, რათა მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მომავალ მეუღლეს იმ დროს შეხვდებით, როდესაც ამას ყველზე ნაკლებად ელით - სუპერმარკეტის რიგში, ტრანსპორტში ან უბრალოდ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, ამიტომ ეცადეთ, კუპიდონის შეტევისთვის ყოველთვის მზად იყოთ.
კურო
2023 წელს რომანტიკული ისტორიის ეპიცენტრში აღმოჩნდებით. უცებ მიხვდებით, რომ ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, თქვენი სულიერი მეგობარია.
მიუხედავად იმისა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ გიყვართ, პირველი ნაბიჯის გადადგმას მაინც გაბედავთ და თქვენი რჩეულისგან სასურველ პასუხს მოისმენთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ძველ მეგობრებს და კოლეგებს მიაქციოთ - მათგან ერთ-ერთი დიდი ხანია, თქვენგან ყურადღებას და ღიმილს ელის.
ლომი
2023 წელს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის ნამდვილი მაგნიტი იქნებით. მთლიანად რომანტიკულ ატმოსფეროში ჩაეფლობით, მაგრამ ამ ორომტრიალში შეიძლება თქვენი ნამდვილი ბედი ვერ შენიშნოთ.
სამწუხარო გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვარსკვლავების რჩევებს მიჰყევით. განსაკუთრებული ყურადღება მოგზაურობებში გაცნობილ ადამიანს უნდა მიაქციოთ. მათ შორის ერთ-ერთი ისაა, ვისაც მთელი ცხოვრება ელით.
მნიშვნელოვანი ცვლილებების, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნუ შეგეშინდებათ. 2023 წელს ნებისმიერი ცვლილება სარგებელს და დიდ წარმატებას მოგიტანთ.
მორიელი
2023 წლის მეორე ნახევარში ცხოვრების უდიდეს სიყვარულს შეხვდებით. მანამდე მთელი ყურადღება საყოფაცხოვრებო და ფინანსური საკითხების მოგვარებაზე გექნებათ გადატანილი.
შემოდგომაზე იგრძნობთ, რომ მარტოობამ დაგღალათ და დროა, ცხოვრების მეგზური იპოვოთ. არ გაგიკვირდეთ, თუ რომელიმე მეგობარი ან ნათესავი მაჭანკლის როლში მოგევლინებათ.
თუ თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილ ადამიანს შანსს მისცემთ, ვარსკვლავები გპირდებიან, რომ არ შეცდებით. ძალიან მალე მიხვდებით, რომ „ყურებამდე შეყვარებული“ ხართ.
მერწყული
2023 წელს მერწყული ცხოვრების სიყვარულის პოვნას დამოუკიდებლად გადაწყვეტს. ვარსკვლავები პირად ურთიერთობებში წარმატებას გპირდებიან. მთავარია, სახლიდან უფრო ხშირად გახვიდეთ, რომ საკუთარ ბედს დაეხმაროთ.
ადამიანი, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდებათ შეიძლება ახლომდებარე კაფეში, კონცერტზე ან სამხატვრო გალერეაში გაიცნოთ. წადით იქ, სადაც გული გიწევთ, გამოიჩინეთ ინიციატივა და ახალ ნაცნობს ტელეფონის ნომერი სთხოვეთ. ძალიან მალე მიხვდებით, რომ თქვენ ორს ბევრი რამ გაერთიანებთ.
მასალის გამოყენების პირობები
კომენტარები (0)